
მწარმოებლები
მარანი ღვინია - მესხური ტრადიციების მცველი
მესხეთი - საქართველოს სამხრეთით მდებარე ეს მხარე, ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული და ისტორიული კერაა. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-დან 1400 მეტრამდე (და მეტი) ფარგლებში იზრდება. მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების (ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების) ხეობებში შემორჩენილი ტერასული ვენახები, ძველი მარნები და საუკუნოვანი ვაზის ძირები მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, თუ რა უდიდესი როლი ჰქონდა ამ მხარეს ქართული მეღვინეობის ისტორიაში.
































