ფესტივალის პროგრამა:
14.00 და 16.00 ამფითეატრი - ჯგუფი SUGARPIE & THE CANDYMEN
19:00 ბალრუმი - ჯგუფი FRED WESLEY GENERATIONS
21:00 ამფითეატრი - SOULTRAIN
ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ
TKT.GE/JazzandWineKakheti
#jazzandwinekakheti2026


ფესტივალი 10 წლისაა
JAZZ & WINE Kakheti ეს არის ადგილი, სადაც მუსიკა, ღვინო, უამრავი სტუმარი და კახეთის უნიკალური ატმოსფერო ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა. ფესტივალი ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს და 40-ზე მეტ მცირე მეღვინეს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ღვინო ფართო აუდიტორიას გააცნოს. წლების განმავლობაში JAZZ & WINE Kakheti ქართული ღვინის მცირე მარნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. დაუვიწყარი საღამოები, ცოცხალი მუსიკა, გამორჩეული ღვინო, ახალი აღმოჩენები და ის განსაკუთრებული განწყობა, რომელიც მხოლოდ კახეთში იქმნება.

დღეს Jazz & Wine Kakheti უკვე კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ფესტივალია.



JAZZ & WINE kakheti-ის ტრადიცია გრძელდება!
იტალიელი შეფმზარეული მაურიციო სიცილიანო, ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი, წელსაც გვიერთდება და სტუმრებს იტალიური სამზარეულოს ავთენტური გემოებით უმასპინძლებს.
მისი განსაკუთრებული კერძები, იტალიური კულინარიული ტრადიციები, ქართული ღვინო და ჯაზის ჰანგები - ეს ის უნიკალური კომბინაციაა, რომელიც წლების განმავლობაში „Jazz & Wine Kakheti“-ის განუყოფელ ნაწილად იქცა.
იტალიური გემო, ქართული ღვინო და ჯაზი - ტრადიცია, რომელსაც წელსაც ვაგრძელებთ.



Fred Wesley Generations - ფანკის ლეგენდა Jazz & Wine Kakheti 2026-ის სცენაზე!
ფანკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრომბონისტი Fred Wesley თავის პროექტთან - Generations - ერთად Jazz & Wine Kakheti 2026-ის სტუმარია.
🎺 Fred Wesley -ტრომბონი
🎹 Leonardo Corradi - Hammond B3 ორღანი
🥁 Tony Match -დრამი
პროექტი 2015 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ლეგენდარული Jimmy Smith-ის soulful jazz-ისადმი პატივის მიგებას ემსახურებოდა. თუმცა ტრიომ მალევე საკუთარი ხელწერა ჩამოაყალიბა -ძლიერი ფანკ-გრუვი, ჯაზური იმპროვიზაცია და სოულის ენერგია ერთ გამორჩეულ ჟღერადობად გააერთიანა.
მათ რეპერტუარში შეხვდებით Jimmy Smith-ის, Wes Montgomery-ის, Lee Morgan-ისა და Duke Ellington-ის მუსიკას, ასევე Fred Wesley-ის ორიგინალურ კომპოზიციებს.



სამი თაობა. ერთი სცენა. ჯაზი, სოული და ფანკი - მუსიკა, რომელსაც შეუძლებელია გულგრილად მოუსმინო.
📍 Tsinandali Estate - Ballroom
📅 10 ოქტომბერი
🕖 19:00 - FRED WESLEY GENERATIONS
🎫 ბილეთები: TKT.GE/JazzandWineKakheti
#jazzandwinekakheti2026
Soul Train
Soul Train - მუსიკის, ცეკვისა და კულტურის ლეგენდარული პლატფორმა, რომლის გავლენამ რამდენიმე თაობას გადააბიჯა. მისი სახელწოდება დღესაც ასოცირდება სოულთან, რიტმთან , ენერგიასთან, ცეკვასთან და თავისუფალ თვითგამოხატვასთან.
1970 წელს ჩიკაგოში დაწყებული Soul Train მალევე იქცა ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ მუსიკალური სატელევიზიო შოუ. ის გახდა ნამდვილი კულტურული მოძრაობა, რომელმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში მუსიკის, ცეკვისა და პოპკულტურის განვითარებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
2006 წლამდე გაგრძელებულმა შოუმ ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და გავლენიანი მუსიკალური პროექტის სტატუსი მოიპოვა.

Soul Train-ის უნიკალური ხელწერა მისი ენერგია, თავისუფლება და ინდივიდუალობა იყო. განსაკუთრებული ადგილი კი ლეგენდარულ Soul Train Line-ს ეკავა - ფორმატს, სადაც მოცეკვავეები რიგრიგობით სცენის ცენტრში გადიოდნენ და საკუთარი მოძრაობებით, სტილითა და ხასიათით ქმნიდნენ დაუვიწყარ სანახაობას.
სწორედ ამ თავისუფალმა თვითგამოხატვამ და ინდივიდუალობის ზეიმმა Soul Train მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ამოცნობად სიმბოლოდ აქცია.
შოუს სცენა იმ ეპოქის მუსიკალური პულსის ცენტრი იყო. აქ ჟღერდა სოული, R&B, ფანკი, დისკო და მოგვიანებით ჰიპ-ჰოპი, ხოლო სცენაზე გამოდიოდნენ მუსიკის უდიდესი ვარსკვლავები : Aretha Franklin, Marvin Gaye, Stevie Wonder, James Brown, Tina Turner, The Jackson 5, Barry White და სხვა ლეგენდარული არტისტები.
თუმცა Soul Train-ის მნიშვნელობა მხოლოდ მუსიკალურ გართობას არ შემოიფარგლებოდა. ის გახდა ძლიერი კულტურული პლატფორმა, რომელმაც ფართო აუდიტორიას აფროამერიკული მუსიკა, ცეკვა, მოდა, ხელოვნება და კულტურა ახალი ენერგიით გააცნო.

იმ პერიოდში, როდესაც ამერიკულ ტელევიზიაში შავკანიანი არტისტებისა და შემსრულებლებისთვის სივრცე შეზღუდული იყო, Soul Train მათთვის მნიშვნელოვან სცენად და საკუთარი ხმის გაჟღერების შესაძლებლობად იქცა.
SOUL TRAIN დღესაც ცოცხალი იდეაა - მოძრაობის, მუსიკის, თავისუფლების და ინდივიდუალობის სიმბოლო.
ეს არის პლატფორმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ რიტმს შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, ცეკვას - გადმოსცეს ემოცია, ხოლო მუსიკას - შექმნას კულტურა, რომელიც დროს არასოდეს კარგავს.
SOUL TRAIN - მეტი, ვიდრე შოუ.
ეს არის რიტმი.
ეს არის მოძრაობა.
ეს არის თავისუფალი თვითგამოხატვის ლეგენდა
🎫 TKT.GE/JazzandWineKakheti
#jazzandwinekakheti2026
Sugarpie & The Candymen - ჯაზისა და სვინგის ენერგიული იტალიური ხმა Jazz & Wine Kakheti 2026-ის სცენაზე
იტალიური ბენდი თანამედროვე ჯაზისა და სვინგის სცენის გამორჩეული პროექტია, რომელიც ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ მიქსს ქმნის.



მათი მთავარი ხელწერა ყველასთვის ცნობილი ჰიტების სრულიად ახლებური ჟღერადობაა - The Beatles, Queen, Jimi Hendrix, U2, The Doors და სხვა ლეგენდარული არტისტების მუსიკა მათ შესრულებაში სვინგისა და ჯაზის სამყაროში ინაცვლებს.
რეტრო ატმოსფერო, თანამედროვე ენერგია და მუსიკა, რომელიც ცოცხლად მოსმენას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
📅 10 ოქტომბერი
📍 წინანდლის მამული
🎫 ბილეთები: TKT.GE/JazzandWineKakheti
#JazzAndWineKakheti2026 #SugarpieAndTheCandymen #JazzAndWine #Jazz #Swing



