გია პირადაშვილი:
პირველად ტრუფელის შესახებ იტალიის ერთ ლამაზ ქალაქში, Citta di Castello-ში შევიტყვე, 1998 წელს, ჩემი იტალიელი მენტორის - ანჯელო მასის ოჯახში. იმ დღიდან ის უცხო და უცნაური არომატი არასდროს დამვიწყებია. მას მერე ბევრი დრო გავიდა. ერთხელაც, ჩვენი შატოს უკან, ტყეში, ჩვენმა მეგობარმა შავი ტრუფელი აღმოაჩინა და აი, ასე დაიწყო ჩვენი ექსპერიმენტები, ცდები და კერძებთან შეხამების საინტერესო მცდელობები. ყველაზე კარგად მაინც ხინკალს მოერგო. განსაკუთრებით ნადუღის ხინკალს მოვუხდინეთ ერბო და ტრუფელი.



ხინკალს ჭაჭა რომ უხდება, ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ. და ისევ ანჯელოს მეშვეობით გავიცანი ერთი საინტერესო უმბრიელი, ვინც მასწავლა იტალიური მეთოდი, რომელიც ჭაჭისა და ტრუფელის არომატების სწორ თანაფარდობას და კარგ ბალანსს გვაძლევს.
ასე შევქმენით ეს ჭაჭა. სულ ესაა. მარტივად და გემრიელად.



