12-წლიანი კავშირი საქართველოსთან

როდესაც პროდუქტი საზღვრებს სცდება, ლოგისტიკა იწყებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომლის ეკონომიკური და კულტურული კავშირები მსოფლიოსთან ყოველდღიურად ფართოვდება. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Aramex, რომელიც გლობალურ ბაზარზე 1982 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში 2014 წლიდან გამოჩნდა.

Aramex Georgia


12 წელია, Aramex Georgia საქართველოს მსოფლიოსთან აკავშირებს და უზრუნველყოფს გადაზიდვის სრულ, უწყვეტ ჯაჭვს - გზავნილის მიღებიდან და რთული საბაჟო დოკუმენტაციის მოწესრიგებიდან, ადრესატისთვის ჩაბარებამდე.

Aramex GeorgiaAramex GeorgiaAramex Georgia




მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სახელი განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვინის სექტორთან, Aramex Georgia-ს საქმიანობის სპექტრი გაცილებით ფართოა. კომპანია როგორც მსხვილ ბიზნესებს, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს სთავაზობს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივ საკურიერო მომსახურებას;
  • საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებს;
  • ელექტრონული კომერციისთვის (E-commerce) შექმნილ სპეციალურ გადაწყვეტილებებსა და ონლაინ გამოწერების ტრანსპორტირებას;
  • სრულ საბაჟო-საბროკერო მხარდაჭერას.

იმისათვის, რომ სერვისი მაქსიმალურად მოქნილი და ხელმისაწვდომი იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, Aramex-ს სტრატეგიული ოფისები აქვს წარმოდგენილი როგორც დედაქალაქში - თბილისში, ისე ზღვისპირეთში - ბათუმში.

Aramex GeorgiaAramex GeorgiaAramex Georgia




უსაფრთხოების ანატომია: როგორ მგზავრობს ქართული ღვინო

ქართული ღვინო უბრალოდ სასმელი ან კომერციული პროდუქტი არ არის - ეს ჩვენი ისტორია, კულტურა და ეროვნული იდენტობის ნაწილია. როდესაც ქართული ღვინის ბოთლი საერთაშორისო გამოფენაზე, პრესტიჟულ კონკურსზე ან უცხოელი მომხმარებლის მაგიდაზე ხვდება, ის როგორც კონკრეტული მწარმოებლის, ისე მთელი ქვეყნის იმიჯს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, Aramex Georgia-ში ღვინის გადაზიდვას განსაკუთრებული ფილოსოფიით უდგებიან. ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, ბოთლის მექანიკური დაზიანებისგან პრევენცია, ალკოჰოლის იმპორტთან დაკავშირებული რთული ბიუროკრატიული პროცედურები - ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც Aramex Georgia საკუთარ თავზე იღებს.

ბოთლის მარნიდან საერთაშორისო დანიშნულების ადგილამდე მიტანა მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც კომპანიაში სწორად აქვთ აწყობილი:

მიღება და ინდივიდუალური შეფუთვა: პროცესი იწყება Aramex-ის კურიერის მიერ ტვირთის მარნიდან წამოღებით. კომპანიის საწყობში თითოეული ბოთლი მოწმდება, იფუთება სპეციალური დამცავი (ამორტიზირებადი) მასალით და თავსდება Aramex-ის სერტიფიცირებულ, მყარ მუყაოს ყუთებში. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს მსხვრევის რისკს ტერმინალებში დატვირთვა-გადმოტვირთვისას.

დაპალეტება და „ლეშინგი“: შეფუთული ყუთები თავსდება პალეტზე, სადაც ხორციელდება ე.წ. „ლეშინგი“ - ტვირთის სპეციალური სამაგრებით დაფიქსირება, რაც გამორიცხავს ტრანსპორტირებისას ყუთების გადაადგილებას ან გადაბრუნებას.

„არათავსებადი ტვირთის“ სტატუსი: საჰაერო გადაზიდვებისას, საჭიროების შემთხვევაში, ღვინოს ენიჭება არათავსებადი ტვირთის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავის ბორტზე პალეტზე სხვა ტვირთის განთავსება აკრძალულია, რაც ბოთლებს დამატებითი წნევისა და სიმძიმისგან იცავს.

საბაჟო-საბროკერო მხარდაჭერა: ალკოჰოლური სასმელების იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება. Aramex-ის პროფესიონალთა გუნდი წინასწარ ამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტს: წარმოშობის სერტიფიკატებს, ალკოჰოლის შემცველობის ცნობებს, ეტიკეტირების შესაბამისობასა და კონკრეტული ქვეყნის ლიცენზიებს.

Last Mile Delivery: დანიშნულების ქვეყანაში ტვირთს Aramex-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა იბარებს, ასრულებს სატერმინალო პროცედურებს და გზავნილი უშუალოდ ადრესატს ბარდება შეთანხმებულ დროს.

იმისათვის, რომ ქართული ღვინის გზა მსოფლიოსკენ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, Aramex Georgia-მ სპეციალურად ღვინის ინდუსტრიისთვის ნაკრები ტვირთის სერვისიც დანერგა. ეს ინიციატივა ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინო სრული კონტეინერის შევსების ვალდებულების გარეშე გაგზავნონ. მწარმოებელი ფარავს მხოლოდ მის მიერ დაკავებული სივრცის საფასურს, რაც საერთაშორისო გადაზიდვებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მარნებისთვის კომფორტულს და ფინანსურად ხელმისაწვდომს ხდის.

მოქნილი გადაწყვეტილებები: საოჯახო მარნებიდან მსხვილ ექსპორტამდე

Aramex Georgia-ს მომსახურება ერთნაირად ხელმისაწვდომია როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ისე მცირე თუ საშუალო მარნებისთვის. კომპანიაში კარგად ესმით, რომ თუ ერთი პარტნიორისთვის მიზანი ათასობით ბოთლის საზღვაო თუ სახმელეთო გზით უსაფრთხო ექსპორტია, მეორესთვის არანაკლებ კრიტიკულია რამდენიმე ყუთის პოტენციურ იმპორტიორთან დროული მიწოდება. ამიტომ Aramex Georgia თითოეულ პარტნიორს ინდივიდუალურ, მათ მასშტაბსა და ვადებზე მორგებულ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მსხვილი ექსპორტიორებისთვის კომპანია უზრუნველყოფს მულტიმოდალურ - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს, რთული საბაჟო და ბიუროკრატიული პროცედურების სრული კოორდინაციით.

რაც ეხება მცირე და საშუალო მარნებს, მათთვის ნამდვილი აღმოჩენაა ნაკრები ტვირთის სერვისი. ეს მოქნილი მიდგომა მეღვინეებს ათავისუფლებს მთლიანი კონტეინერის დაქირავების ვალდებულებისგან და საშუალებას აძლევს, ზუსტად სასურველი რაოდენობის ღვინო ხელმისაწვდომი პირობებით გაგზავნონ. ასეთი სტრატეგიით, Aramex Georgia შლის საზღვრებს და ზრუნავს იმაზე, რომ მსოფლიო რუკაზე ქართული ღვინის მდიდარი ტრადიცია არა მხოლოდ ინდუსტრიული მწარმოებლების, არამედ უნიკალური საოჯახო მარნების სახელითაც იყოს წარმოდგენილი.

პარტნიორობა გლობალურ კონკურსებთან

Aramex Georgia რამდენიმე წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის Decanter World Wine Awards (DWWA)-ის ექსკლუზიური ლოგისტიკური პარტნიორია საქართველოში. ამასთან, კომპანია რეგულარულად უწევს ორგანიზებას ქართული ღვინის ტრანსპორტირებას ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა: MUNDUS VINI, International Wine & Spirit Competition – IWSC, China Wine Competition - CWC, Sakura Japan Women’s Wine Awards, CWSA, IWC, Asia Wine Challenge, Concurso Internacional Bacchus, CMB, Berliner Wine Trophy და სხვა.

Aramex Georgia


Aramex Georgia ქართული ღვინის მწარმოებლებს საერთაშორისო გამოფენებსა და პროფესიულ ღონისძიებებზე არა მხოლოდ პროდუქციის ტრანსპორტირებას, არამედ სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვასა და მართვას სთავაზობს, რაც მოიცავს საქართველოში სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის კონსოლიდაციას, დოკუმენტაციისა და საბაჟო პროცედურების სრულყოფილ კოორდინირებას, საერთაშორისო ტრანსპორტირებას, დროებით დასაწყობებასა და ტვირთის უშუალოდ საგამოფენო სივრცეში ორგანიზებულ განთავსებას.

კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ღვინისა და ტურიზმის ინდუსტრიის გამოფენებსა და ფესტივალებს აერთიანებს: ITB Berlin, ITB Shanghai, ProWein, Wine Paris & Vinexpo Paris, Vinalies Internationales, Merano Wine Festival, RAW Wine Festival, London Wine Fair, China Food & Drinks Fair.

Aramex Georgia


ცოდნის გაზიარება და ინდუსტრიის მხარდაჭერა

Aramex Georgia სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით მოქმედებს. აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ფესტივალებსა და პროფესიულ ღონისძიებებში, როგორებიცაა Wine Ambassadors, Merano Wine Festival და Winecast.

კომპანიის გენერალური დირექტორი ლიკა უსეინაშვილი უშუალოდ უძღვება საინფორმაციო შეხვედრებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს ქართველი მეღვინეებისთვის. უზიარებს გამოცდილებას და დეტალურად უხსნის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პრაქტიკულ ნიუანსებს. ვორქშოფების ფარგლებში განიხილება ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა: როგორ უნდა მოემზადოს მარანი ექსპორტისთვის ტექნიკურად და დოკუმენტურად; რა განსხვავებაა სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო და საიმპორტო კანონმდებლობას შორის; როგორ შევარჩიოთ სწორი შეფუთვა და ტრანსპორტირების მეთოდი რისკების მინიმიზაციისთვის; როგორ დავეგეგმოთ ლოგისტიკური ბიუჯეტი ეფექტიანად.

Aramex Georgia


12-წლიანი უწყვეტი განვითარების, გლობალური ქსელის შესაძლებლობებისა და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნის სინთეზით, Aramex Georgia ქართული ბიზნესის საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა.

როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ღვინოზე, ვსაუბრობთ ჩვენს ისტორიაზე, რომლის გაზიარებაც მსოფლიოსთვის ჩვენი მისიაა. ამ ისტორიის უსაფრთხოდ, სწრაფად და სათანადო ფორმით მიწოდება კი ლოგისტიკური კომპანიის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, როცა ქართული ღვინო, და მასთან ერთად Homeland of Wine Magazine, ახალ მოგზაურობას იწყებს, ამ გზაზე მათი ერთგული პარტნიორი Aramex Georgia-ა.